რეზონანსი
10.06.2024

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გუშინ ცხინვალის რეგიონში ჩატარდა, უკანონოა, ისევე, როგორც ნებისმიერი ე.წ. ხელისუფლება, რომელიც არჩეული იქნება ამ არჩევნების შედეგად, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის უკანონო. უკანონო, როგორც ჩვენთვის ასევე, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გუშინ ცხინვალის რეგიონში ჩატარდა, ასევე უკანონოა და ნებისმიერი ე.წ. ხელისუფლება, რომელიც არჩეული იქნება ამ არჩევნების შედეგად, ასევე უკანონოა",- აღნიშნა სამხარაძემ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×