რეზონანსი
13.05.2024

ოპოზიციის გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ოპოზიცია და „ენჯეო" სექტორი არ მეძახის, არ ვუყვარვართ და აქედან გამომდინარე, ჩემგან მალულად იმუშავებენ გეგმებს, რომელიც მერე ისვრის საჯაროდ და დადიან ჩასვრილები ამ თავიანთი გეგმებით, რაც შეეხება ჩემს გეგმებს, თქვენ ალბათ არ გაუშვებთ ამას ეთერში, მაგრამ ჩემი მიზანი არის ვაგინო აქციის ორგანიზატორებს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, აქციის ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუხტი მიილიოს და ადამიანებს არაფრის იმედი არ ჰქონდეთ.

„ზოგადად ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მუხტი მიილიოს და ადამიანებს არაფრის იმედი არ ჰქონდეთ. ამისთვის ვარ მოსული, გავარკვიო, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, რადგან პირველად ვარ აქციაზე, სადაც ერთი კვირაა დავდივარ, ღამის 05:00 საათამდე ვარ და ორგანიზატორი ვერ გავიგე, ვეძებ კაცს, ვინ არის პასუხისმგებელი აქციაზე, რომ დაველაპარაკო, ასე ქცევა არ შეიძლება. აზრიანად არის რაღაც გასაკეთებელი და ამას რომ ვერ ვხედავ, ნერვები მეშლება და თან არავინ არ მეუბნება, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ვის დავაბრალო აქციის დაშლა და ის უბედურება, რასაც ახალგაზრდობას უწყობენ. ესენი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეკეტილები არიან სადღაც და საჯაროდ არ ლაპარაკობენ, „ენჯეოები", რომლებსაც არც იდეა გააჩნიათ, არც თავისუფლები არიან სინამდვილეში, არც გამბედაობა აქვთ.

ხალხი გამოდის ქუჩაში გულწრფელად გასაპროტესტებლად და ესენი უბრალოდ ვერაფერს ეუბნებიან. სიტყვას ვერ ეუბნებიან საით წავიდეს ეს ხალხი, რა გააკეთოს და მთელი ღამე ეს ხალხი უბრალოდ ქუჩაში დაღალეს წინ და უკან სიარულით და თან უთხრეს, რომ პიკეტირება უნდა გააკეთოთო და არცერთი ორგანიზატორი არ იდგა წინ. მიზანი ან არის სიბრიყვე, რომ უბრალოდ ბრიყვები არიან და მეორე არის „ქოცურ" თამაშს თამაშობენ. ახალგაზრდების არგამოყენება ხდება, ეს არის პრობლემა. ხალხი გამოდის ემოციით, სამშობლოს სიყვარულით, რომელსაც არ უნდა რუსეთი, არ უნდა პუტინი, არ უნდა არსად წასვლა და შენ მოდიხარ და წინ და უკან დაატარებ, თვითონ იმალები, არაფრის გამბედაობა არ გაგაჩნია. ჩვენ ყოველდღე ვართ აქციაზე, სულ ვიქნებით ახალგაზრდების გვერდით", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×