რეზონანსი
29.06.2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

როგორც მისმა ახლობლებმა "მთავარ არხს" უთხრეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, თუმცა ავტომობილს 20-მდე ტყვია მოხვდა. ცნობილია, რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა. 

ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×