რეზონანსი
21.05.2024

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის ბოლო წლების აქტივობებს თუ გავიხსენებთ, მან დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ინიციატივით დაიწყო, ჰქონდა შეხვედრები ოპოზიციურ ფლანგთან, ხელისუფლებასთან ეს კონსულტაციები არ გაუმართავს. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია. მაშინ დეპოლარიზაცია იყო დღის წესრიგისთვის აუცილებელი და შემდეგ შეიცვალა დეპოლარიზაცია პოლარიზაციის გაღრმავებით. ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

როცა ბატონი ო ბრაიენი იყო ჩამოსული და მან ბრიფინგი განმართა, მკაფიოდ იყო ნათქვამი ვეტოს ფორმატის გამოყენება კანონში გარკვეული ცვლილებების შესატანად. ეს იყო მკაფიოდ ნათქვამი და როცა აწყობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული მოწოდებები შესასრულებელია და როცა არ სჭირდებათ, არ ითვალისწინებენ. როცა ეს აქციები დაიწყო თქვეს, რომ კანონი არ უნდა განიხილონ, დებატებში არ უნდა შევიდნენ. ამოცანა იყო ამ აქციებით რყევების გამოწვევა და კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევა რაც არ გამოუვიდათ", - განაცხადა სალუქვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×