რეზონანსი
08.07.2024

 პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი წინა კვირას გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ და არ იცის, რა გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დღეს უნდა გამოაცხადონ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს საკითხი. იქ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დროის შემადგენელი ნაწილები იყვნენ შეკრებილნი და არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს და როგორ დამთავრდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვართ. არჩევნებზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენი პარტიული იდენტობით და პარტიული ნიშნით, 25 ნომრით. ამ არჩევნების ამოცანა, მთავარი მისიაა, ოპოზიციურ ფლანგზე შევძლოთ ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლება გავუშვათ ოპოზიციაში ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს და, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მომდევნო პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცეს. ისინი ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან ბიზნესსა თუ პოლიტიკაში. 

ჩვენთვის მისასალმებელია ყველანაირი კონფიგურაცია, რომელიც ამ მიზნის შესრულების შესაძლებლობას გააძლიერებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმირებების, კოალიციის შექმნის, გაერთიანების შესაძლებლობას, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ. ჩვენთვის ეს მაინცდამაინც მისასალმებელი არ არის, მაგრამ მთავარია, წვრილი პარტიები, განსაკუთრებით ვისაც ერთიანი წარსული და საერთო ფასეულობები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი შლეიფი ისე გაერთიანდნენ, რომ ხმები არ დაიკარგოს და „ქართულ ოცნებას“ მეტი სარგებელი არ მოუტანოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×