რეზონანსი
01.07.2024

გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ გუ­შინ ეს­პა­ნეთ­თან სი­ცხის დამ­წე­ვით ითა­მა­შა. ამის შე­სა­ხებ GEO TEAM წერს.

„მატ­ჩის დღეს გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძეს ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჩა­კიმ 1/8 ფი­ნა­ლი ითა­მა­შა. არა მექ­ვა­ბა, 38-ე წუთ­ზე ტრავ­მი­რე­ბუ­ლი კიტე, სი­ცხი­ა­ნი ჩაკ­ვე. მად­ლო­ბა ჩაკ­ვე და ვა­მა­ყობთ, რომ გვყავ­ხარ" - წერს GEO TEAM.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა. მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში, სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო. ეს­პა­ნე­თის მხრი­დან კი პირ­ვე­ლი გოლი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში შეხ­ვედ­რის მე­თექ­ვსმე­ტე წუთ­ზე გა­ვი­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა მატ­ჩის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი­დევ 3 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლეს და სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 4:1 დას­რულ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×