რეზონანსი
28.08.2026

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

„ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე საერთაშორისო ტურნე, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და თავდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი პროექტების განვითარებას ისახავს მიზნად. პირველი შეხვედრა იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან გაიმართა. მადლობა გადავუხადე გვიდოს პირადი მხარდაჭერისა და შემოთავაზებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვითი ინოვაციების დარგში. გულწრფელად მადლიერი ვარ ამ ნდობისა და მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობისთვის", - აღნიშნა ფედოროვმა.

ექს-მინისტრის განმარტებით, ახალ პოსტზე იგი იტალიურ მხარეს თანამედროვე საომარი ტექნოლოგიების დანერგვაში, თავდაცვის სექტორის ოპტიმიზაციასა და გლობალური უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებაში დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×