რეზონანსი
26.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ა/რ-სა (21.3 პროცენტი) და თბილისში (20.9 პროცენტი).

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5 პროცენტს.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში.

2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 964.6 ათას კვადრატულ მეტრს 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8 პროცენტით მეტს შეადგენდა. უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 761.0 ათასი კვადრატული მეტრი იყო რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1 პროცენტით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა.

2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი, ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4 პროცენტს შეადგენდნენ.

2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92.0 პროცენტი).

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ - შესაბამისად, 14.7 და 12.9 პროცენტი.

2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას - 54.5 პროცენტს ქალები წარმოადგენდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×