რეზონანსი
29.08.2026

 არ­ქტი­კა­ში ვე­შა­პე­ბი დათ­ვებს ჭა­მენ, ასეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ ვა­ტა­რებთ სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მოს­კო­ვის პე­და­გო­გი­ურ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მას­წავ­ლებ­ლებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თქვა.

შეხ­ვედ­რა­ზე ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა ახ­სე­ნა, რომ ჩრდი­ლეთ პო­ლუ­სი მო­ი­ნა­ხუ­ლა. პუ­ტინ­მა მას ჰკი­თხა, შეხ­ვედ­რია თუ არა მას თეთ­რი დათ­ვე­ბი და შემ­დგომ ახ­სე­ნა, რომ ვე­შა­პე­ბი თავს ეს­ხმი­ან დათ­ვებს. ამის შემ­დეგ მან ეს მა­გა­ლი­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომ­თან და­ა­კავ­ში­რა.

„იქ მახ­ლობ­ლად ცელ­ნამ­გა­ლა ვე­შა­პე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი მაგ დათ­ვებს ჭა­მენ, რო­გორც არა­ფე­რი. კი, უბ­რა­ლოდ თავს ეს­ხმი­ან ასე­თი ხრო­ვით - ბუმ! - და გლე­ჯენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. კი-კი-კი, ასე­თი კვე­ბი­თი ჯაჭ­ვია.

ამის შე­სა­ხე­ბაც უნდა ვე­უბ­ნე­ბო­დეთ ბავ­შვებს, რათა ეს­მო­დეთ, რო­გორ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და რა­ტომ ვა­ტა­რებთ სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას [უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს]," - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×