რეზონანსი
27.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.

„ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×