რეზონანსი
26.08.2026

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის გამოც სამუშაოებს ხმაური, მტვერი და გადაადგილების შეფერხება ახლავს.

მერი მოსახლეობას ნოემბრის ბოლომდე მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირი საუკეთესო პროექტი იქნება, რომლითაც ყველა იამაყებს.

„პირველი, რაც კეთდება, ეს არის კომუნიკაციების შეცვლა მთლიანად გამზირზე, რასაც რა თქმა უნდა ახლავს დისკომფორტი, განსაკუთრებით გადაადგილების და მოძრაობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ხმაური და მტვერი, განსაკუთრებით იქ და ირგვლივ მცხოვრები ოჯახებისთვსი და ადამიანებისთვის, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება ფაქტობრივად  შეუძლებელია, შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე“, - აცხადებს კალაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×