რეზონანსი
31.07.2026

ბად­რი ნა­თო­ბა­ძეს, იგი­ვე „ბა­დუ­კას“, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს იხ­დის, ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი მი­ქა­ძის მი­მართ ცი­ხე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­დამ­სჯე­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, ე.წ. შუ­მო­კის მო­წყო­ბის გამო, 10  წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ კაკო ტუ­ღუ­ში, ⁠ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, ⁠ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, ⁠თა­მაზ მე­ფა­რიშ­ვი­ლი, ნანა მე­ფა­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი კირ­თა­ძე.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მი­ქა­ძის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6-ე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის შემ­დეგ, ცი­ხე­ში მყოფ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და გი­ორ­გი მი­ქა­ძის მი­მართ სა­დამ­სჯე­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, ე.წ. პრა­გო­ნი­სა და ე.წ. შუ­მო­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ კაკო ტუ­ღუ­ში და­უ­კავ­შირ­და. „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რი ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ გი­ორ­გი კირ­თა­ძეს, რო­მელ­საც თხო­ვა სხვა ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით და­კავ­ში­რე­ბო­და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ასე­ვე „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ თა­მაზ მე­ფა­რიშ­ვილს. ის კი სხვა ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ - კაკო ტუ­ღუშს.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­ე­წყო, რა დრო­საც, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქმე­დე­ბა უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და. ამა­ვე ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, „კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ კაკო ტუ­ღუშ­მა, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აც­ნო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გი­ორ­გი მი­ქა­ძე, და­ვით მი­ქა­ძე და გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე იყ­ვნენ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც სა­დამ­სჯე­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, ხოლო, ვინც მათ მხარს არ და­უ­ჭერ­და, ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დე­ბოდ­ნენ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს“ კაკო ტუ­ღუშს 13 წლით თავი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ის სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223(1)-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი.

ბად­რი ნა­თო­ბა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 223(1)-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს. მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 223(1)-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სა­ა­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 8 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და­უს­წრებ­ლად ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 223(1)-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ასე­ვე, და­უს­წრებ­ლად იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი ⁠თა­მაზ მე­ფა­რიშ­ვი­ლი სსკ-ის 223(3)-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ნანა მე­ფა­რიშ­ვი­ლიც ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 223(3)-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, თუმ­ცა, მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა დამ­ტკიც­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრა 3 წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი. ასე­ვე, ამა­ვე საქ­მე­ზე გი­ორ­გი კირ­თა­ძეც ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 223(3)-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, თუმ­ცა, მას­თა­ნაც დამ­ტკიც­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. მას სას­ჯე­ლის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრა 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 3 წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი. ცნო­ბის­თვის, მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი, ბად­რი ნა­თო­ბა­ძე, იგი­ვე ბა­დუ­კა სას­ჯელს 2016 წელს სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის. „ბა­დუ­კას“ 19 წლით აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მის­ჯი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×