რეზონანსი
04.08.2026

ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას. ბატონო ნაციკაძევ, თუ კარგად წაიკითხავთ წერილს, იქ ამოიკითხავთ ფრაზას - " თავს დიდად არც 2008 წლამდე იღიზიანებდნენ რუსეთის ლანძღვით ", ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხადია, იქამდეც იყო რუსეთი ოკუპანტი, - ამ სიტყვებით ანალიტიკოსი გია აბაშიძე, კომენტატორ, ტატო ბაციკაძეს, მიმართავს მის მიერ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის, წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

აბაშიძის განცხადებით, ტატო ბაციკაძის სპონსორებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი „ნაცნარატივის გამხმოვანებელი კაცუნას დაფინანსების გამო!“

„ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას.

ბატონო ნაციკაძევ, თუ კარგად წაიკითხავთ წერილს, იქ ამოიკითხავთ ფრაზას - " თავს დიდად არც 2008 წლამდე იღიზიანებდნენ რუსეთის ლანძღვით ", ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხადია, იქამდეც იყო რუსეთი ოკუპანტი. შენ აღარაფერი გეშველება აწი, მაგრამ, აი, შენმა სპონსორებმა კი აუცილებლად უნდა აგონ პასუხი შენნაირი წურბელას და ნაცნარატივის გამხმოვანებელი კაცუნას დაფინანსების გამო!

P.S. ახლა რომ დიდის ამბით აგინებს ყველა გადაცემაში რუსეთს და რუსებს, აბა კითხოს ვინმემ - აწუხებდა თუ არა პატრიოტიზმი და რუსების ოკუპანტობა 2008 წლის ომის შემდეგ“- წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×