რეზონანსი
29.08.2026

კახეთში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად, 70 წლის გელა ხატიაშვილი გარდაიცვალა, მისი ოჯახის ორი წევრი კი უმძიმეს მდგომარეობაშია. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამმა მამაკაცმა ტყეში მოკრეფილი სოკო მიირთვა.

მათ შორის იყო გელა ხატიაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის შედეგად გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს.

ხატიაშვილის სიმამრი და ცოლისძმა კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფებიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×