რეზონანსი
29.08.2026

 მნიშვნელოვანი გამარჯვება მონტენეგროსთან და წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.

მატჩის სცენარი გულშემატკივრისთვის მოულოდნელობა არ აღმოჩნდა. საქართველო წყვილის ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და შინ თამაშობდა. მატჩი ქართველების უპირატესობით წარიმართა.

მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე, რომელიც "ფიბამ" TOP 5-ში მონტენეგროსთან ნაჩვენები კარგი თამაშის გამო შეიყვანა. "ეს მისი საუკეთესო მაჩვენებლები იყო მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ჩატარებულ სამ მატჩში", - წერს "ფიბა" საქართველოს ნაკრების კალათბურთელის შესახებ.

საქართველო-მონტენეგროს მატჩს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირებმა, ქართველ კალათბურთელებს წარმატება მიულოცეს.

მათ ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადეს და მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვებები უსურვეს.

პრემიერმა და პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება სოციალურ ქსელშიც მიულოცეს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან 31 აგვისტოს გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×