რეზონანსი
30.08.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდის შემდეგ) ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×