რეზონანსი
27.08.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ქვეყანას ორმაგი ხარჯი უჯდება. 

მისი თქმით, არავინ დასჯილა იმის გამო, რომ სკოლები ვერ ააშენეს, ახლა კი დამატებით 22 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ "სახელმწიფოს უუნარობის და სისტემის ჩამოშლის გამო". 

ორმაგი ხარჯია, დროებითი კონსტრუქციებია, დროებით უნდა ააშენონ, ხოლო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაწყებულია, იმ სკოლებზე, ისინი უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი, რომ ჯერ პირველი - არ დასჯილა არავინ, ვინც ის სკოლები ვერ ააშენა, მერე მათ გამო, ანუ სახელმწიფოს უუნარობის და სისტემის ჩამოშლის გამო კიდევ 22 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ იმაში, რაშიც უკვე გადახდილი გვაქვს ფული და ის სკოლები, ამდენი ხნის განმავლობაში, უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, არავინ არ დაისაჯა, რომ სკოლები ვერ ააშენეს, ეს ფული სახლში წაიღეს, შეჭამეს და ახლა შემოგვასაღეს ეს 22-მილიონიანი სიკეთედ, რომ თურმე რაღაც სკოლებს ჩამოიტანენ, თანამედროვე პანელური სისტემა იქნება," - ამბობს ბესო დონაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×