რეზონანსი
23.09.2026

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში აშშ-ის ელჩი, მაიკ უილცი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე, მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია და აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდ დარჩიევი.

მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×