რეზონანსი
24.09.2026

ჯუანშერ ბურჭულაძემ შესაძლოა, მიხელ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს - თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატი "პირველებთან" საუბარში არ უარყოფს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანმა შეწყალება შესაძლოა, 6 თვეში მოითხოვოს. 

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულებს - ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას კი ციხიდან ხვალ გამოუშვებენ.  ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა და თავდაცვის მინსიტრის მოადგილეს ციხეს სავარაუდოდ დილით დატოვებენ. 

არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. ჯერ არ შეიტანს ასე მგონია. ერთი წელი გავიდა და 6 თვეც გავიდეს და ალბათ შემდეგ. კანონი არ უკრძალავს და ვნახოთ.

ბიჭების გათავისუფლება უხარია. ბატონი ჯუანშერი ძალიან დადებითი ადამიანია. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული", - ამბობს ხათუნა ხურცილავა. 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×