რეზონანსი
23.09.2026

რუსეთის რკინიგზა თბილისსა და ერევანს შორის ახალ სარკინიგზო კრუიზს გეგმავს, რომელიც ორ ქალაქს ერთი მოგზაურობით დააკავშირებს. კერძოდ, ტურისტები საქართველოს და სომხეთის სამ დღეში მონახულებას სასტუმროს შეცვლის გარეშე შეძლებენ.

ამის შესახებ ტურიზმისა და ტურისტული ტრანსპორტირების ორგანიზების სფეროში ჰოლდინგ “რუსეთის რკინიგზის” სპეციალიზებულმა კომპანია RZD Tour-მა გამოაცხადა, რასაც რუსული მედია ავრცელებს.

RZD Tour-მა ახალ საერთაშორისო მარშრუტს „კავკასიის ორი გული“ უწოდა. პროგრამის მთავარი მახასიათებელი სარკინიგზო კრუიზის ფორმატია. სამ დღესა და ორ ღამეზე გათვლილი მგზავრობა ტურისტებს საშუალებას მისცემს, ერთი მგზავრობით როგორც საქართველო, ასევე, სომხეთი მოინახულონ.

აღსანიშნავია, რომ RZD Tour-ს, აფხაზეთის დე ფაქტო რკინიგზას და რუსულ სს „ფედერალურ სამგზავრო კომპანიას“ შორის გაფორმებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში, მოსკოვიდან საკრუიზო მატარებელი, „რიწა“ ნოვოროსიისკსა და სოჭში გაჩერებებით გაგრასა და სოხუმში ტურისტულ რეისებს ასრულებს. ამ მარშრუტზე წელიწადში ერთხელ „რიწათი“ერთკვირიანი კრუიზი სრულდება.

რუსეთის რკინიგზის ცნობით, ერევანი-თბილისის საკრუიზო მატარებელი ერთობლივად ტრანსპორტიც და სასტუმროც იქნება: ტურისტები დღის განმავლობაში ავტობუსით ექსკურსიებით ისარგებლებენ, საღამოს მატარებელში დაბრუნდებიან, ღამით კი ორ ქვეყანას შორის შემდეგ დანიშნულების ადგილამდე გაემართებიან. ეს ახალ სასტუმროში რეგისტრაციისა და ბარგის ყოველდღიური გადატანის საჭიროებას გამორიცხავს.

მაგალითად, ერევანში მოგზაურობის პირველ დღეს ტურისტებს სომხეთის დედაქალაქს, მათ შორის, მაშტოცისა და ბაგრამიანის გამზირებს, კასკადს, ჩრდილოეთის გამზირსა და ქალაქის ცენტრის სხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. პროგრამა, ასევე, ერევნის კონიაკის ქარხნის დათვალიერებასა და სასმელის დეგუსტაციას მოიცავს. პროგრამის ბოლოს, მატარებელში დაბრუნების შემდეგ ტურისტები ღამით საქართველოში გაემგზავრებიან.

პირველი რეისი 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×