
კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული გიორგი ფეიქრიშვილი, 28 წლის ბიზნესმენი რატი გურგენაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს.გამოძიების მტკიცებით ფეიქრიშვილი გურგენაშვილს 47 ათას დოლარს სთხოვდა, წინააღდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
"ტვ პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურგენაშვილის სახელზე ოფიციალურად არც ქონება ფიქსირდება და არც ბიზნესი. ის დედასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მიეტანა ამდენი თანხა გურგენაშვილს ფეიქრიშვილისთვის. ეს კითხვა "ტვ პირველმა" საქმის ოქროს მოწმეს დაუსვა, თუმცა გურგენაშვილმა კითხვების მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა.
გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გურგენაშვილთან არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია.
„საქმის მასალების მიხედვითაც კი არ იკვეთება რაიმე გადაკვეთა. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
ორი ძმის პროცესი ცალ-ცალკე ნახევარი საათის ინტერვალით ჩაინიშნა. მოვლენები ახლა საქალაქო საამრთლოში ვითარდება.
100 ათას ლარიან გირაოს სთავაზობს დავით ფეიქრიშვილის დაცვის მხარე სასამართლოს, ხოლო პროკურატურა ბრალდებულსი პატიმრობას ითხოვს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა გურგენაშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ტვ პირველი