|

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული ოფისების გახსნის კამპანია დაასრულა. პარტიის დასკვნითი ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. ეს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-10 რეგიონული ოფისია.
პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობაზე და მის როლზე მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს წარსულზე, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს მომავალზე და ეს გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიტანოთ უცხო ძალების სამსხვერპლოზე. ამ გზაზე უარს ამბობს ქართული საზოგადოება და ჩვენი მთავარი იდეის მიმართ, ნეიტრალიტეტის მიმართ მზარდი დაინტერესება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აჩვენებს, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|