რეზონანსი
01.07.2024

ჯო ბაიდენის ოჯახმა აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ არჩევნებს არ უნდა გამოეთიშოს. "სიენენის" ინფორმაციით, ბაიდენები კემპ-დევიდის რეზიდენციაში 30 ივნისს შეიკრიბნენ და წარუმატებელი დებატები განიხილეს. მათ შორის იყვნენ ბაიდენის მეუღლე ჯილი, შვილი ჰანტერი და შვილიშვილები. წყაროს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა ბაიდენის იმ თანაშემწეთა გათავისუფლების საკითხიც, რომლებიც მას დებატებისთვის ამზადებდნენ. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი ცნობილია თავისი უახლოესი მრჩევლების დაცვით და არ უყვარს თანაშემწეების გათავისუფლება.

ამასთან, პრეზიდენტის უფროსმა მრჩევლებმა "სიენენს" განუცხადეს, რომ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა იმის განხილვა დარჩება თუ არა ბაიდენი საარჩევნო რბოლაში.

დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის 27 ივნისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ის საღამო მოქმედი პრეზიდენტისთვის წარუმატებელი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×