რეზონანსი
20.06.2024

პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი არაა და არც საერთო სიაზე იტყვის უარს, თუ ეს ოპოზიციას “ქართული ოცნების“ დამარცხებაში დაეხმარება.

“სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მიდის მსჯელობა და გადაჯგუფებები. ჩემთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დიდი ხანია აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი, მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია “ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს “ქართულ ოცნებას“, მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ - ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-ანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად “ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×