რეზონანსი
29.08.2026

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, არესტოვიჩი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

ცნობისთვის, არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობიდან 2023 წლის იანვარში გადადგა და ქვეყანა მალევე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული წლის მაისში ხელი მოაწერა განკარგულებას არესტოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×