მარიამ ვეკუა
28.08.2026

მასაჩუსეტსში ნაფიციმსაჯულები სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლინდსი კლენსის განაჩენზე მსჯელობენ. საქმემ ქვეყანაში მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირებაგამოიწვია: საზოგადოება ბავშვების ცივსისხლიანი მკვლელობისთვი სუმკაცრეს სასჯელსითხოვს, ხოლო ფემინისტური ჯგუფები ამტკიცებენ, რომ დედამ შობიარობის შემდგომი ფსიქოზისა და ინდიფერენტული ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლია.

ამერიკელი დედის, ლინდსი კლენსის ბედი ახლა მასაჩუსეტსის ნაფიცმსაჯულთა ხელშია. მათ უნდა გადაწყვიტონ, ცნონ თუ არა დამნაშავედ სამი შვილის წინასწარ განზრახულ მკვლელობაში.

ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესმა მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო.

ერთ მხარეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას, რომელიც მომხდარს უპატიებელ, განზრახ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს, მკაცრი მართლმსაჯულების აღსრულებასა და ბავშვთა სიცოცხლისხელყოფისთვის სამუდამო პატიმრობასითხოვს. მეორე მხარეს კი ფემინისტური და სოციალური ჯგუფები არიან-სასამართლოსთან შეკრებილი ასობით ქალი ვარდისფერი მაისურებით ამტკიცებს, რომ კლენსი მსხვერპლია.

ნაფიცმსაჯულებს შეუძლიათ კლენსი დამნაშავედ ცნონ პირველი ხარისხის მკვლელობაში, შედარებით მსუბუქ დანაშაულში, ან სრულად გააამართლონ.

ცხრა ქალისა და სამი მამაკაცისგან შემდგარმა ნაფიცმსაჯულთა კოლეგიამ მსჯელობის პირველი დღე ხუთშაბათს დაასრულა. ისინი სათათბიროოთ პარასკევს დაბრუნდებიან.

მასაჩუსეტსის შტატის კანონმდებლობით, პირველი ხარისხის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უპირობოდ ემუქრება სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ კლენსის შეურაცხადად ცნობენ და ამ მოტივით გააამართლებენ, მას მაინც არ გაათავისუფლებენ-ბრალდებულს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს.

დაცვის მხარის მტკიცებით, კლენსს ჰალუცინაციები ჰქონდა

ბრალდების მხარის განცხადებით, 2023 წლის 24 იანვარს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დექსბერიში მდებარე სახლში, კლენსმა განზრახ თავისი სამი შვილი- 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი - სავარჯიშო რეზინებით დაახრჩო, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. 36 წლის კლენსმა ვარდნის შედეგად პარალიზებულია და სასამართლო პროცესებს ეტლით ესწრებოდა.

ლინდსი კლენსის სასამართლო პროცესმა მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის თემა ყურადღების ცენტრში მოაქცია.

დაცვის მხარეს კლენსის მონაწილეობა მკვლელობაში ეჭვქვეშ არ დაუყენებია, თუმცა ადვოკატები შეურაცხადობის არგუმენტს ეყრდნობოდნენ. მათი მტკიცებით, უმცროსი შვილის გაჩენის შემდეგ კლენსს ჰალუცინაციები ტანჯავდა. დაცვის მხარე ხაზს უსვამდა მის ფსიქიკურ მკურნალობასა და იმ ფაქტს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მან ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ კლენსმა შვილების მოკვლის გააზრებული, წინასწარ განზრახული გადაწყვეტილება მიიღო და მას სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პროკურორების განცხადებით, ტრაგედიის დროს მან მეუღლე, პატრიკ კლენსი, საყიდლებზე სპეციალურად გააგზავნა, რათა ის სახლში არ ყოფილიყო.

სასამართლოზე კლენსის ოჯახის წევრებმა, მათ შორის მისმა ყოფილმა დედამთილმა და ქმარმა, ტრაგედიამდე არსებულ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ჩვენებები მისცეს.

ხუთკვირიანმა პროცესმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სხდომებს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. სასამართლოს შენობასთან კლენსის მხარდასაჭერად ასობით ქალი შეიკრიბა. მათ ვარდისფერი მაისურები ეცვათ წარწერებით: „მას დახმარება სჭირდებოდა" და „მშვიდობა ლინდსის".

უმძიმესი დეტალები

ორდღიანი დაკითხვისას, კლენსის ყოფილმა ქმარმა, პატრიკმა, ნაფიც მსაჯულებს მშობიარობის შემდეგ მისი ყოფილი მეუღლის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ უამბო და შვილების დაღუპვის დღე უმძიმესი დეტალებით აღწერა. თქვა, რომ კლენსის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ტრაგედიამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე.

„მან წონაში მკვეთრად დაიკლო, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ძალიან უჭირდა", -აღნიშნა მან.

მისი თქმით, კლენსი პერიოდულად მიმართავდა ექიმებს, იღებდა სხვადასხვა მედიკამენტს და, როგორც თავად იხსენებდა, სუიციდურ აზრებზეც საუბრობდა.

პატრიკ კლენსიმ გაიხსენა ბოლო კადრი, როდესაც მისი ვაჟი, დოუსონი, დივანზე იჯდა და ქათმის ნაგეთსებს ჭამდა, სანამ თავად საჭმლისა და მედიკამენტების მოსატანად წავიდოდა. უკან დაბრუნებულს შვილები გარდაცვლილი დახვდა.

სასამართლო დარბაზში 911-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერის მოსმენისას ლინდსი კლენსი ატირდა. ჩანაწერში ისმის, როგორ ყვირის მისი ქმარი: „მან ბავშვები მოკლა!" მას შემდეგ, რაც შვილები სარდაფში იპოვა.

პროცესის დაწყებიდანვე ინტერნეტსივრცეში პატრიკ კლენსის გარშემო კონსპირაციის თეორიები გავრცელდა, მათ შორის, ზოგიერთი მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვარაუდობდა. თუმცა ის არასდროს ყოფილა ეჭვმიტანილი და გამოძიებას მის მიმართ კითხვები არ ჰქონია; შვილების მკვლელობა ლინდსი კლენსიმ თავად აღიარა, რაც არც დაცვის მხარეს უარუყვია.

  • "თუ კლენსის შეურაცხადად ცნობენ და ამ მოტივით გააამართლებენ, მას მაინც არ გაათავისუფლებენ-ბრალდებულს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს"

დაცვისა და ბრალდების მხრიდან სასამართლოში ჩვენება 10-ზე მეტმა ექსპერტმა მისცა, მათგან ზოგიერთი კლენსის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებისას იურისტებსა და ოპონენტებს მწვავედ დაუპირისპირდა.

მკურნალობის კურსის განმავლობაში კლენსს 10-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი ჰქონდა დანიშნული. ის დახმარებისთვის სუიციდის ცხელ ხაზსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებასაც მიმართავდა.

კლენსის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ მას მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ჰქონდა, იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალმა შესაძლოა მანია, დეპრესია ან ორივე ერთად გამოცადოს. კლენსის მტკიცებით, მას ჰალუცინაციები და ბოდვითი იდეები ტანჯავდა.

სასამართლო პროცესზე ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მოწმემ, ფსიქიატრმა ჯენიფერ ტაფტსმა განაცხადა, რომ სესიების დროს კლენსს ფსიქოზის ნიშნები არ ეტყობოდა.

„არ არსებობდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ მისი ან სხვისი უსაფრთხოება საფრთხეში იყო", - განაცხადა ტაფტსმა, რომელიც კლენსს ხუთი თვის განმავლობაში 10-ზე მეტჯერ შეხვდა.

რედინგტონსა და ბრალდების მხარის კიდევ ერთ ექსპერტს, ფსიქიატრ ავრამ მაკს შორისაც დაიძაბა ვითარება, როდესაც ადვოკატი გამუდმებით ეკითხებოდა, წარმოადგენს თუ არა მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ოფიციალურ დიაგნოზს.

მაკის თქმით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია მშობიარობის შემდგომ ფსიქოზს მხოლოდ სავარაუდო/შესაძლო დაავადებად განიხილავს

ჩვენება კლენსის დედამ მისცა

პატრიკ კლენსის გარდა, ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ლინდსის ყოფილმა დედამთილმა, დედამ და დამაც მისცეს. მათ უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ კლენსის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ უამბეს.ყოფილი დედამთილის, სუზან კლენსის თქმით, ლინდსი დახმარებას ითხოვდა.

„მას უძილობა ტანჯავდა, მადა დაკარგა", -აღნიშნა მან. „ - ძალიან შფოთავდა და მოწყენილი იყო".

დასძინა, რომ უმცროსი ვაჟის დაბადებამდე კლენსი ძალიან მზრუნველი დედა იყო.

კლენსის დედამ, პოლა მასგროვმა განაცხადა, რომ ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე ქალიშვილმა მას და თავის ყოფილ ქმარს გაუნდო, რომ შვილებისთვის ზიანის მიყენების აზრები აწუხებდა.მასგროვის თქმით, მისი ქალიშვილი პარანოიდული ხდებოდა და ამბობდა, რომ მედიკამენტები „გონებას უნადგურებდა".

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×