რეზონანსი
28.08.2026

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოსა და მოკავშირეებს, მოახდინონ ზეწოლა დონალდ ტრამპზე, რათა უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდეს.

ყოფილი პრემიერის თქმით, ვაშინგტონს უნდა სთხოვონ, უკრაინას Patriot-ის სისტემების საჰაერო რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება მისცეს.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას რუსული სარაკეტო იერიშებისგან თავის უკეთ დაცვის საშუალებას მისცემს.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ომი, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრით დაიწყო, „გადამწყვეტ ფაზაში შედის". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინას რაკეტების წარმოების ტექნოლოგიისა და ნახაზების გადაცემას პირდებოდა, თუმცა „ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებია".

პარასკევს, ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ლეიბორისტების ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა: „უკრაინის ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია".

„პუტინმა გააცნობიერა, რომ შეუძლია იერიში მიიტანოს დასახლებულ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურაზე, გათიშოს დენი და ენერგომომარაგება უკრაინაში იმ ბომბებითა და რაკეტებით, რომელთა მოგერიებაც შეუძლებელია, რადგან ამერიკული მხარე კიევს საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებებს არ აწვდის", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×