რეზონანსი
29.08.2026

სოფელ თვალივში მეწყერი ჩამოწვა - დუშეთის მუნიციპალიტეტში დატბორილია სახლები, განადგურებულია მოსავლის ნაწილი და დაზიანებულია გზები.  მოსახლეობას დაუზიანდა საკარმიდამო ნაკვეთებიც. 

ძლიერი წვიმის გამო ღამით მდინარე ადიდდა და მთაში დაგუბდა - ქვა-ღორღი მთიდან სოფელშია ჩამოტანილი. მოსახლეობა ღამით დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მაშველები მათთან დროულად მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ჟინვალი-ბარისახო- შატილის გზაზ, რომელიც მათ უნდა გაევლოთ, ჩახერგილი იყო.  

„სადღაც 20:15 საათზე დაიწყო პატარა სეტყვა, მერე დაიწყო ძალიან ძლიერი წვიმა. ეს მოვარდნა კიდე 21:30-ზე იყო. ძალიან დიდი ხამა იყო. 23-24 საათზე ყველამ გამოვიფხიზლეთ დიდიან-პატარიანად და გარეთ გამოვედით. გადავედით ისეთ ადგილას, სადაც უსაფრთხო იყო. სამაშველო გამოვიძახეთ, მაგრამ იქითკენ მეწყერი იყო ჩამოსული და ვერ მოდიოდნენ. წყალი შემოგვივიდა სახლებში, მაღაზიებში. ახალი გაკეთებული რემონტი გაგვიფუჭა“, - ამბობს მოსახლე. 

სოფელ თვალივში ცენტრალურ გზებში ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა,  ოჯახთან მძმე ტექნიკა ჯერ არ ასულა და სოფლის მაცხოვრებლებს თავიანთი სახსრებით უწევთ პრობლემებთან გამკლავება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×