რეზონანსი
24.09.2026

 ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სკანდალური განცხადებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დარბაზი არაბული ქვეყნების დიპლომატების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ისრაელის პრემიერმა მათ მიმართა და „მორალურ ლაჩრებს" დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

გამოსვლის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა და რეგიონული უსაფრთხოება იყო. ნეთანიაჰუს თქმით, სწორედ ისრაელის გადამწყვეტმა ქმედებებმა შეაჩერა ირანი, რომ საფრთხე არ შეექმნა მთელი მსოფლიოსთვის.

„ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო, თუმცა ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით", - განაცხადა ისრაელის ლიდერმა.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა დაიცვა ბევრი ის ქვეყანა, რომლის წარმომადგენლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მისივე თქმით, ამ სახელმწიფოების ლიდერებისგან მას პირად საუბრებში მადლობაც არაერთხელ მიუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×