პარტია "ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს საქართველოს დატოვება მოუწია, რადგან „სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაჭერას უპირებდნენ“.
ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქზე“ წერს:
"ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება!“- წერს გვარამია.