რეზონანსი
10.06.2024

"ოცნება" ამტკიცებს, რომ ჩინელი ინვესტორების დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტი სიმართლეს არ შეესაბამება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ანტიჩინური კამპანიის ნაწილია. 

ეს არის იმ ანტიჩინური კამპანიის ნაწილი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ. თხზავთ ისტორიას სეპარატისტულ რეჟიმზე დაყრდნობით და შემდეგ გსურთ, რომ ამ ისტორიის დადასტურება, უარყოფა ან კომენტირება მოხდეს. არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაც არ არსებობს, - ამბობს პაპუაშვილი.

ვიდრე საქართველოს მთავრობა ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს და მადლობებს უხდიან, ჩინელი ბიზნესმენები, ფაქტობრივად, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ და საქართველოს მიტაცებულ მიწებზე მანქანათმშენებელი ქარხნის აშენების გეგმებს ალაგებენ.

უკვე მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რა რეაგირებას მოახდენენ ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელი ინვესტორების ვიზიტზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×