რეზონანსი
10.06.2024

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები შეაჯამა. ამ თემაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის თუ რა გავლენა ექნება არჩევნების შედეგებს საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

„ვიცით, რაც არის ევროპარლამენტის როლი ამ პროცესში. ძირითადად, ევროპარლამენტი პოლიტიკური გზავნილებისთვის გამოიყენება ხოლმე და ძალიან ხშირად ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად ამ ინსტიტუტის გამოყენება.

რთულია რამე ვთქვა დღეს იმაზე თუ როგორ ჩამოყალიბდება საქართველოსთან ევროპარლამენტის დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც დაიკავებენ სხვადასხვა თანამდებობას და რა ძალები და ინტერესები იდგება მათ უკან.

თუმცა აღმასრულებელ დონეზე საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით ჩვენთვის მთავარია ის თუ როგორ წარიმართება ევროკავშირის გაფართოების პროცესი და რა იქნება ამ პროცესში მთავარი წამყვანი ძალა - პოლიტიკური სპეკულაციები, პროცესის ინსტრუმენტალიზება თუ ნამდვილად შედეგების საფუძველზე იმ ქვეყნების წინსვლა, რომლებიც ჩართულები არიან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში.

სერიოზული მიდგომაა საჭირო ევროკავშირის გაფართოებასთან, თუკი ეს არის ევროკავშირის დღის წესრიგში. თუკი ევროკავშირს კვლავ აქვს სურვილი ითამაშოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას ევროპის წინაშე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×