რეზონანსი
28.06.2024

ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პენტაგონმა გადაწყვიტა თავისი ძალების გადანაწილება ახლო აღმოსავლეთში, რათა მზად იყოს ამერიკელების ევაკუაციისთვის ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის საომარი მოქმედებების ესკალაციის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული სადესანტო ხომალდი USS Wasp-ი მიმდინარე კვირაში ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა.

წყაროები აღნიშნავენ, რომ რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის მოკავშირეებთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ ევაკუაციასა და კოალიციის ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, 2022 წლის მონაცემებით, ლიბანში 86 000 ამერიკელი ცხოვრობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×