რეზონანსი
14.06.2024

ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. უბრალოდ, არ გვინდა ის რესურსი, რაც მწირია, ერთმანეთში კონკურენციაში დავხარჯოთ, გვინდა რომ ეს რესურსი დავხარჯოთ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კონკურენციაში, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ქარტიაზე" და ერთიან სიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, თუ ოპოზიციაში ერთობა ვერ გამოვიდა, კარგი იქნება 3-4 ცენტრის შექმნა, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს.

„თუ ერთობა არ უნდათ, ჩვენ ჩვენი კამპანია გვაქვს გამზადებული, ერთობის შემთხვევაშიც ძლიერი კამპანია გვაქვს დაგეგმილი. ერთობის გარეშეც, ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანებს დავიყენებთ გვერდით. ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე მაინც გავიმარჯვებთ! უბრალოდ, არ გვინდა ის რესურსი, რაც მწირია, ერთმანეთში კონტურაციაში დავხარჯოთ, გვინდა რომ ეს რესურსი დავხარჯოთ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კონკურენციაში.

თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს არის „ქართული ოცნების" ინტერესებზე წყლის დასხმა",- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა.

„ძალა ერთობაშია" - რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს. ისტორიიდან, როცა ერთად შევძელით დადგომა, ყოველთვის ვიმარჯვებდით. მაშინ, როდესაც თან ერთმანეთს ვებრძოდით და თან მტერს ძალიან გვიჭირდა. რას ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ დავდგებით? კოალიციურ მთავრობაში არ დადგებიან ჩვენთან ერთად?

სინამდვილეში, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანობის მომხრეებად. სხვა პარტიები შემოგვიერთდებიან თუ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან რეჟიმი არის გაკოტრებული",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×