რეზონანსი
25.08.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

„დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ათასობით ახალგაზრდა, მათი ოჯახები, პედაგოგები, გულშემატკივრები ზეიმობენ სტუდენტობას. გილოცავთ ყველას თქვენი შრომის დაფასებას, მიზნის მიღწევასა და ცხოვრების ულამაზესი, სრულიად ახალი, საინტერესო, ამასთან, უდიდესი შესაძლებლობებით სავსე ეტაპის დაწყებას. 

განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, მიღებულ ცოდნასა და თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გაძლიერებას მოახმართ. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!“, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×