რეზონანსი
26.08.2026

უნგრეთის მთავრობამ დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში და მოსკოვი საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხედ შეაფასა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიისთვის მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელსაც ხელი მოაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

უნგრეთის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.

„უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე აღიარებს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უნგრეთს, ევროპასა და მსოფლიო წესრიგს", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით, უნგრეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მდგრადი მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×