რეზონანსი
29.08.2026

 სასკოლო ფორმების შეძენა პირველკლასელების მშობლებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, 15 სექტემბრიდან კი - მხოლოდ ონლაინ შეეძლებათ.

მშობლები ფორმის ფიზიკურად ყიდვას შეძლებენ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში. ფორმის ღირებულების გადახდას POS ტერმინალის მეშვეობით შეძლებთ.

სასკოლო სამოსის შეძენა ონლაინ კი, საქართველოს განათლების სამინისტროს ონლაინ მაღაზიიდან - formebi.emis.ge-დან იქნება შესაძლებელი. გადახდას საბანკო ბარათით მოახერხებთ.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების" შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×