|

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
„არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღიარებული ბრალი, რომელიც სასამართლოს მიერ დამტკიცებულია. ბრალი ედება კორუფციულ საქმიანობაში. მას შესაძლებლობა აქვს, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. რამდენად დაამტკიცებს, როცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული. მძიმეა, როცა ამ ყველაფერს ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სამართლიანი სახელმწიფოა“, – განუცხადა გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.
24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|