
ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 200 000 უცხოელს ტურისტული და ბიზნეს ვიზები გაუუქმოს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამერიკაში თავშესაფარი მოითხოვეს, ან ამჟამად ცდილობენ თავშესაფრის მიღებას. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თუ ეს ნაბიჯი არ გასაჩივრდება ან არ გადაიხედება, ის აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური გაუქმება იქნება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რათა გამოვავლინოთ და გავაუქმოთ იმ უცხოელების არაიმიგრაციული ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოვიდნენ იმ პირობით, რომ ქვეყანაში მხოლოდ მოკლე ვადით დარჩებოდნენ, მაგრამ შემდეგ მუდმივად ცხოვრების მიზნით, თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა.