რეზონანსი
29.08.2026

 და­ურს [ბუ­ა­ვას] ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა, ამის დას­ტუ­რია. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ და­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს. თუმ­ცა, სი­ცო­ცხლე­შიც ამ­ბობ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს არ ენ­დო­ბო­და, ვის­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნინო ცხოვ­რე­ბა­ძე აცხა­დებს.

ის „ტე­ლეგ­რამ არხზე" ვრცლად წერს დაურ ბუ­ა­ვას შე­სა­ხებ, სა­დაც არა­ერ­თხელ მი­ა­ნიშ­ნებს გარ­დაც­ვლი­ლი ბლო­გე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, სა­უბ­რობს მისი გა­რე­მოც­ვის შე­სა­ხებ და იმა­ზეც, რომ ბუ­ა­ვამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მას ბევ­რი რამ უამ­ბო.

„გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ არ მოკ­ლეს! ექ­სპერ­ტი­ზის ზუს­ტი შე­დე­გე­ბი ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი! გთხოვთ, ნუ წერთ და­უ­ფიქ­რე­ბელ და უსა­ფუძ­ვლო ვა­რა­უ­დებს და ნუ ავ­რცე­ლებთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას. ადა­მი­ა­ნებს ისე­დაც ძა­ლი­ან უჭირთ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ღე­ბა - ნუ გა­ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის სი­მარ­თლეც ჯერ არ ვი­ცით...

და­ურს ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი ადა­მი­ა­ნი ეხ­ვია გარ­შე­მო. მე მას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ამის შე­სა­ხებ და ვთხოვ­დი, მათ­თან კავ­ში­რი არ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, მა­ში­ნაც კი, თუ საქ­მე სა­მუ­შა­ოს ეხე­ბო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში მან „სვარ­ში­კად" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და უნ­დო­და, მთლი­ა­ნად ამ საქ­მე­ში გა­და­სუ­ლი­ყო, ოღონდ კი ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა", - წერს ცხოვ­რე­ბა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მი­სა, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ექიმ­თან არ მი­დი­ო­და.

„და­უ­რი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი იყო ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სა და ექი­მებ­თან მის­ვლის სა­კი­თხში. კლი­ნი­კა­ში წაყ­ვა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ხში­რად ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა და გუ­ლიც აწუ­ხებ­და. ყო­ველ ჯერ­ზე მპირ­დე­ბო­და, რომ ექიმ­თან წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ასე და ასე არ მი­დი­ო­და...

ჩვენ 8 თვის წინ დავ­შორ­დით და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­თან არ გვქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. ორი კვი­რის წინ ძა­ლი­ან ცუდი სიზ­მა­რი და­მე­სიზ­მრა და­ურ­ზე, სა­დაც მან გულ­ზე ხელი მი­ი­დო და და­ე­ცა. მთე­ლი დღე ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, მი­მე­წე­რა მის­თვის თუ არა.

სა­ღა­მოს პარკში გა­ვე­დი სა­სე­ირ­ნოდ და რა­ღაც მო­მენ­ტში, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი. ხმა­მაღ­ლა ტი­რი­ლი და­ვი­წყე და ბო­ლოს მას მივ­წე­რე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ დღეს ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტყე­ში იყო გა­და­ღე­ბებ­ზე. მათ ცოტა მო­შორ­და, რომ თა­ვი­სი კად­რი გა­და­ე­ღო, წა­იქ­ცა და თავი ქვას და­არ­ტყა. 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნოდ იწვა. მას მაშ­ვე­ლე­ბი ეძებ­დნენ და ად­გი­ლობ­რი­ვი მწყემ­სე­ბიც კი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - წერს ცხოვ­რე­ბა­ძე.

ის დაურ ბუ­ა­ვას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ქალ­ზეც სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ მის ყო­ფილ ქმარს აღ­ნიშ­ნულ პირ­თან არა­ფე­რი ჰქო­ნია. ცხოვ­რე­ბა­ძე „ტე­ლეგრმ არხზე" გან­თავ­სე­ბულ პოს­ტებ­ში ბუ­ა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს არა­ერ­თხელ უს­ვამს ხაზს.

„ჩემი დილა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბე­ბით იწყე­ბა. მე ამ გო­გოს ვიც­ნობ და ზუს­ტად ვიცი, რომ და­ურს მას­თან არა­ფე­რი ჰქო­ნია. ბოლო დროს მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ცუდი ჰქონ­და. ხან წნე­ვა აწუ­ხებ­და, ხან ცხვი­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და, ხში­რად სტკი­ო­და თავი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­სუ­ლი­ყო და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ამოწ­მებ­და. და­ურს გარ­თო­ბა უყ­ვარ­და, შე­ეძ­ლო კლუბ­ში ან ბარ­ში წას­ვლა, მაგ­რამ ნარ­კო­მა­ნი ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა!", - წერს ცხოვ­რე­ბა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დაურ ბუ­ა­ვა მის მე­გობ­რებს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, იმ პი­რებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და, არ ენ­დო­ბო­და.

„ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ერ­თად ვი­ყა­ვით თუ არა. ჩვენ ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დით ერ­თმა­ნეთს. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მაგ­რამ აი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც და­უ­რი მუ­შა­ობ­და, რა­ტომ­ღაც ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლონ და ჩემს ზა­რებ­საც კი არ პა­სუ­ხო­ბენ დღეს. მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ და­უ­რი ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და. იქ­ნებ ეში­ნი­ათ?

და­ურს ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა, ამის დას­ტუ­რია. მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა ცდი­ლობს, ამ ამ­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რი გა­ი­კე­თოს. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ და­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს. თუმ­ცა, სი­ცო­ცხლე­შიც ამ­ბობ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს არ ენ­დო­ბო­და, ვის­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და.

და­ურ­მა ქარ­თუ­ლი არ იცო­და, მე კი ვი­ცო­დი. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მენ­დო­ბო­და. თუ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გი არ იყო, ის ყო­ველ­თვის მის­მენ­და და ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ეს კი ძა­ლი­ან არ მოს­წონ­დათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც და­უ­რი მუ­შა­ობ­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე, და­ურ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­მიყ­ვა. ზუს­ტად ვიცი, რას ფიქ­რობ­და და ვინ რას აკე­თებ­და. მის გა­რე­მოც­ვას ძა­ლი­ან ვურ­ჩევ, ჩემ­თან უფრო ფრთხი­ლად იყ­ვნენ და ნუ ეც­დე­ბი­ან, რამე მე და­მაბ­რა­ლონ! არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­თა­უ­რებს და­უ­კავ­ში­რონ და ამ ბი­ჭის სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი მი­სით ისარ­გებ­ლონ", - წერს ცხოვ­რე­ბა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზი ბლო­გე­რი, დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი 28 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან მე­ზობ­ლებ­მა სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და კორ­პუს­ში "გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის მძაფ­რი სუ­ნის" გამო გა­მო­ი­ძა­ხეს. ბუ­ა­ვა მაშ­ვე­ლებს ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

29 აგ­ვის­ტოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, დაურ ბუ­ა­ვას მე­გო­ბა­რი ქალი გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით და­ა­კა­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, მათ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­იხ­მა­რეს, რის შემ­დე­გაც ორი­ვე მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა ქალ­მა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბუ­ა­ვა მი­ა­ტო­ვა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარი გა­რე­დან ჩა­კე­ტა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­სა და 128-ე - გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×