
ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ექს-პრემიერმა, რომელსაც ბრალის ოფიციალური დადგენილება რუსთავის ციხეში გააცნეს, ბრალის დადგენილების დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა.
ამის შესახებ რუსთავში ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალის დადგენილებას ესსწრებოდა.
დღეს წარედგინა ბრალი. ეს არის პოლიტიკკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.