რეზონანსი
25.08.2026

რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 95 მარკის ბენზინის  მწვავე დეფიციტს განიცდის. ამჟამად, 26,100 ბენზოგასამართი სადგურიდან მისი პოვნა მხოლოდ 5,600-შია შესაძლებელი, ანუ მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების 22%-ში. 

გასულ კვირას, იმ ბენზინგასამართი სადგურების წილი, სადაც პრემიუმი იყო ხელმისაწვდომი, 22-30%-ს შორის მერყეობდა.

ამ კლასის ბენზინის ხელმისაწვდომობა არცერთ რეგიონში არ აღემატება 50%-ს. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სახალინის ოლქში (3%), ასევე ანექსირებულ ყირიმში (2%) და სევასტოპოლში (1%). მოსკოვში 95 მარკის ბენზინის პოვნა 786 ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ 161-შია შესაძლებელი.

დიზელის საწვავი ხელმისაწვდომია მოსკოვის 392 ბენზინგასამართ სადგურზე (50%), ხოლო 92 მარკის ბენზინის - 236-ზე (30%). 

პრემიუმი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქ სანქტ-პეტერბურგშია, ის გასამართი სადგურების 42%-ზე იყიდება, შემდეგ მოდის თათარსტანი (41%).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×