რეზონანსი
28.08.2026

ანტალიის აეროპორტში, მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე საქართველოს მოქალაქე, 38 წლის ელინა შენგუნი ყოფილმა პოლიციელმა, 51 წლის ჰუსეინ დურმაზმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. თურქული მედიის, DHA-ს ცნობით, შენგუნი აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და დურმაზთან ორი წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, დურმაზი შენგუნის საცხოვრებელ სახლში მივიდა, თუმცა ქალი ადგილზე არ დახვდა. მომდევნო დღეს კი ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალში მიაკითხა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დურმაზმა ავტომობილიდან სამსახურებრივი იარაღი აიღო და ქალს თავში ესროლა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ორი შვილის დედა იყო.

დურმაზი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს. მოგვიანებით მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დურმაზსა და შენგუნს შორის ურთიერთობის დროს მამაკაცი ქალს ხშირად ემუქრებოდა.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×