რეზონანსი
29.08.2026

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

ანანიძე, ასევე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულთა შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს და აღნიშნა, რომ რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება და ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა.

„ცხადია, რომ რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, სხვათა ბედი მათთვის მხოლოდ იარაღია და ციხეში ყოფნა სასურველი ფონი, რის გამოც პირდაპირ და არაპირდაპირ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა“, - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×