რეზონანსი
24.08.2026

 აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა მშვიდი დიპლომატიაა. ჩვენ თითოეულ ქვეყანასთან ვმუშაობთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავაცნოთ", - განაცხადა ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა. - „ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი, და მათაც იციან საკუთარი თავის შესახებ".

თეირანზე ზეწოლის გაძლიერების ახალი ძალისხმევის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ გააფართოვა „ირანთან დაკავშირებული ქმედებების" კატეგორიები, რომლებიც შესაძლოა მომავალში აშშ-ის სანქციების სამიზნე გახდეს.

გარდა ამისა, ვაშინგტონი გეგმავს, სახელმწიფოებს რეჟიმთან ურთიერთობის დასასრულებლად კონკრეტული ვადები განუსაზღვროს.

ახალი სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგიები და ნაოსნობა - სფეროები, რომლებსაც, ხაზინის დეპარტამენტის შეფასებით, ირანი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად იყენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×