რეზონანსი
30.07.2026

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მსახიობმა, გიორგი შანიძემ   ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც მიმართული იქნება  ეკლესიის, ისტორიის, ეროვნული გმირების და ა.შ.  სამართლებრივი დაცვისკენ.

შანიძე აღნიშნავს, რომ  საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის კი არა, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. 

„ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას.

ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას.

საინიციატივო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის, არამედ, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვიწყებთ მუშაობას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები სათანადოდ იყოს დაცული და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.“- განაცხადა გიორგი შანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×