რეზონანსი
27.08.2026

„ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე“ - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.

არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.

საპასუხოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ციფრებით მანიპულირებს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეროვნებით რუსი ადამიანების შემომსვლელთა რაოდენობა მზარდია.

„მათი სტატისტიკები ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც მათ სურთ. ქართველი ხალხი ხედავს იმას, რაც ხდება რეალობაში, მათ შორის, არა მგონია თქვენც ვერ ხედავდეთ იმას, რაც არის რეალობა, თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტია“, - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×