რეზონანსი
11.06.2024

რატომ გადადგა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანამდებობიდან და რა არის მისი წასვლის რეალური მიზეზი? for.ge-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ხაბეიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას შეეწირა. მათი აზრით, ხაბეიშვილი თავად ენმ-იდან წასული ბევრი ლიდერისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პარტიასთან ერთიან სიაზე და ალიანსზე საუბარს თავს არიდებდნებ. მის უკან ასევე ვანო მერაბიშვილი მოიაზრებოდა. ამიტომ იპოვეს ისეთი ფიგურა, რომელიც ყველა ამ პოლიტიკური ძალის მეტ-ნაკლებად გაერთიანებას შეძლებს და მისაღები ფიგურა იქნება. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ფიგურა ენმ-ის გარშემო მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისათვის, გარკვეული მიზეზების გამო, შემაფერხებელი ფაქტორი იყო და ამიტომ მისი ჩანაცვლებაც, სავარაუდოდ, ამ მოტივით გადაწყდა.

„ბოკუჩავას თავმჯდომარეობის პირობებში კი ენმ-ს შეიძლება მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები დაუბრუნდნენ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველოც“ კი. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის და კეზერაშვილის პოლიტიკური გათვლა ასე ჩანს.

ხაბეიშვილის გადადგომა მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო. თავიდანვე, როცა ის თავმჯდომარე გახდა, ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, მისმა არჩევამ, ფაქტობრივად, პარტიის გახლეჩა გამოიწვია და ნიკა მელია წავიდა. ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარება არ არის დამაჯერებელი ვერსია და ამის უკან კონკრეტული პოლიტიკური გათვლები დგას. ბევრ ოპოზიციურ ლიდერს და პარტიას ხაბეიშვილის ლიდერობით ერთიან სიაზე ლაპარაკი ცოტა ეუხრეხულებოდა. ამიტომ, ალბათ, თინა ბოკუჩავა მეტ-ნაკლებად უფრო მისაღებია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე მას ლიდერად ვერ აღვიქვამ, თუმცა სტანდარტებს შედარებით მაინც აკმაყოფილებს. ალბათ, ინგლისური მაინც იცის და უცხოელ პარტნიორებთან თარჯიმნით არ ივლის“, - ამბობს ძაბირაძე.

for.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×