რეზონანსი
02.06.2024

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დამტკიცებულ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი ახლა ფიქრობს, ინდივიდუალურად გადააგზავნოს სასამართლოში სახიფათო კანონი თუ საკონსტიტუციოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიმართოს. საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხევაა, - ეუბნება "პირველებს" ეკა ბესელია. 

არასდროს არ მომხდარა ეს, რაც კი მახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, პრეზიდენტი არ ყოფილა არცერთი კანონის გასაჩივრების ავტორი და ამ კნაონის სიმძიმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არის განსაკუთღებული მნიშვნელობის და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შესძენს ამ საქმის განხილვას პრეზიდენტის წარმომადგენლობა. ამ საკითხზე ვმუშაობთ, გავდივართ კონსულტაციებს, რომ კოორდინაცია იყოს იმ ჯგუფთან, რომელიც ამ საქმეს ამზადებს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური ძალა ექნება, თავისთავად ცხადია, ამ პროცესს. საკონსტიტუციო სასამართლოთვის ეს იქნება ალატ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმე და მითუფრო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული საფუძველი ამ კანონის გასაუმებლად. ესეც განსახილველია, სტრასბურგის სასამართლოს ასეთი პრეცედენტები არ ჰქონია, - ამბობს ეკა ბესელია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×