რეზონანსი
02.06.2024

მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დააფიქსირა მან საკუთარი პოზიცია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, „მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ კანონის დასაცავად დაირაზმა?“

„მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. პროტოკოლის მიხედვით, (რაც დაწესებული, მიღებული დიდი ხნის პრაქტიკაა) ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის. კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×